Apple-მ რეკორდული შემოსავალი მიიღო

კომპანია Apple-ის კვარტალურმა შემოსავლებმა 9%-ით მოიმატა და ამ კომპანიის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - 91,8 მილიარდ დოლარს. შესაბამისი ინფორმაცია მოყვანილია კომპანიის მიერ გავრცელებულ კვარტალურ ანგარიშში.

აღნიშნული საანგარიშო პერიოდი დასრულდა 2019 წლის 28 დეკემბერს. კომპანია ამ მიღწევებს მათ განახლებულ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით ხსნის, მათ შორის რა თქმა უნდა, მეტი წილი მოდის ახალ iPhone 11 და iPhone 11 Pro-ზე.

კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის სუფთა მოგებამ ამ კვარტალში 22,2 მილიარდი დოლარი შეადგინა და ესეც უმაღლესი მაჩვენებელია კომპანიის არსებობის განმავლობაში.

კომპანიის პროგნოზით, მათი შემოსავლები ზრდას განაგრძობს 2020 წლის პირველ კვარტალშიც და შეადგენს 63-67 მილიარდ დოლარს.

კოკა კვირკველია