ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.
„დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მოსალოდნელი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება, რაც რეგულაციებს მოქნილს გახდის.
ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გასული წელი იყო საკმაოდ კარგი და რეგულაციებთან დაკავშირებით არსებული შიშების მატერიალიზება არ შედგა.