Starbucks-მა ჩინეთში 2 ათასზე მეტი ფილიალი დახურა

ყავის სახლმა Starbucks-მა კორონავირუსის გამო ჩინეთში 2 ათასზე მეტი ფილიალი დახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

Starbucks-ს ჩინეთში 4 300-მდე სავაჭრო წერტილი აქვს, შესაბამისად, ამერიკის შემდეგ ყავახანების რაოდენობით ყველაზე მეტი ფილიალი ჩინეთშია. როგორც ყავის მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, კორონავრუსს კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ნეგატიური გავლენა უკვე აქვს.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, Starbucks-ი კორონავირუსის გამო, დარჩენილ ფილიალებში სამუშაო საათებს შეცვლის.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5 974-მდე გაიზარდა.