სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ბრიტანელ ინვესტორთან ნელსონ გრეისთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია საქართველოში ენჯელ ინვესტინგის პოპულარიზაცია და სტარტაპერების წახალისება. მოწვეულმა ინვესტორმა საკუთარი ოცწლიანი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას და მისცა რჩევები ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.
ნელსონ გრეი არის ბიზნეს ინვესტორთა ჯგუფების წევრი, მან 50-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა კომპანიაში. ნელსონი მრავალი წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მენტორი იყო. ის დღემდე აგრძელებს თავისი ფართო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ბიზნეს ლიდერებისთვის, ანტრეპრენერების მომზადებას იმისათვის, რომ მათი ბიზნესი უფრო მასშტაბური გახდეს. ნელსონმა 2008 წელს, წლის საუკეთესო ევროპელი ბიზნეს ანგელოზის სტატუსი დაიმსახურა, 2015 წელს კი საწარმოების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი გახდა.