ტექნოლოგიები ვითარდება და რაც საუკუნეების წინ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, ახლა ხელშესახებია.
მაგალითად, რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ფურცელზე დაწერილი გაციფრულებულიყო? აქამდე ბლოკნოტში ჩაწერილის ფოტოს უღებდით და ასე ინახავდით? რას იტყვით, თუ გაიგებთ, რომ შესაძლებელია, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერი თუ ჩანახატი ავტომატურად გადავიდეს ციფრულ მოწყობილობაში, თანაც დაუყოვნებლივ?
ქაღალდის ნაწარმისა და ჭკვიანი მოწყობილობების მსოფლიო ბრენდმა Moleskine-მა ეს შესაძლებელი გახადა და ჭკვიანი საწერი კომპლექტი შექმნა. საქართველოში მისი შეძენა ბიბლუსი გალერეებში, „ლუპენის“ სივრცეებშია შესაძლებელი. მის: ბიბლუსი გალერეა, ჭავჭავაძის #7 / კანდელაკის #7
რა არის ჭკვიანი საწერი კომლექტი?
კომპლექტი საშუალებას იძლევა ბლოკნოტში დაწერილი ნებისმიერი ტექსტი თუ გაკეთებული ესკიზი სმარტფონში ან კომპიუტერში გადაიტანოთ. რაც მთავარია, ისე, რომ პროცესში აცდენა არ მოხდეს - ანუ ბლოკნოტში შესრულებული სამუშაო ავტომატურად სრულდება ციფრულ მოწყობილობაშიც. სურვილის შემთხვევაში, ჩანაწერს ინახავთ და ელექტრონულად უგზავნით ნებისმიერ ადამიანს.
ჭკვიან საწერ კომპლექტში შედის:
ხიდი ფურცელსა და ციფრულ სამყაროს შორის
აშშ-ში გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა 37%-ს ფურცელზე მუშაობა (წერა, კითხვა და ხატვა) ურჩევნია ციფრულ მოწყობილობებში მუშაობას. საქართველოშიც დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც ბლოკნოტს ვერასოდეს ჩაანაცვლებს, მაგალითად, სმარტფონი თავისი მრავალფეროვანი საწერ-ჩასანიშნი აპლიკაციებით.
Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი არის ერთგვარი ხიდი ფურცელსა და ციფრულ მოწყობილობებს შორის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძველი ჩვევებისა და ქაღალდის ერთგული დარჩეს, მაგრამ, ამავდროულად, უმცირეს დროში გარდაქმნას რეალური ჩანაწერი ციფრულ პროდუქტად.
ვისთვის არის ჭკვიანი საწერი კომპლექტი?
Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი არის ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად უწევთ ჩანაწერებისა თუ ჩანახატების გაკეთება. მისი გამოყენება განსაკუთრებით პრაქტიკულია: