საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება.

„სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.