მილიარდერი უორენ ბაფეტი საკუთარ მედიაბიზნესს ყიდის. ფონდ Berkshire Hathaway-ს კუთვნილ BH Media Group-ს Lee Enterprises 120 მილიონ დოლარად ყიდულობს.
მყიდველის ინფორმაციით, Berkshire თავდაპირველად თანხას ასესხებს Lee-ს. ფონდი გარიგების დახურვისთვის წარმოადგენს 576 მილიონ აშშ დოლარს წელიწადში 9%-ით. ამ თანხით კომპანია არ მხოლოდ HB Media-ს იყიდის, არამედ საკუთარი ვალების რეფინანსირებას მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ Lee Enterprises-ი Berkshire-ს საგაზეთო ბიზნესს 2018 წლის ივლისიდან მართავს. შესაბამისად, ფონდის მიერ ამ კომპანიისთვის ბიზნესის მიყიდვა, თანაც საკუთარი ფულით, გასაკვირი ნამდვილად არ არის.
”ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებულები მედია სხვისთვის მიგვეყიდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ მიგვაჩნია, რომ Lee საუკეთესოდ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მედია ინდუქტრია დგას“, - განმარტებულია ბაფეტის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
HB Media-ს საკუთრებაშია 30 ყოველდღიური, 49 ყოველკვირეული და 32 სხვადასხვა ბეჭდური გამოცემა, რომლებიც ამერიკის 10 შტატშია გადანაწილებული. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 47,4 მლნ დოლარი შეადგინა. Bloomberg- ის ცნობით, ჯგუფი ფლობს ისეთ იშვიათ გაზეთებს, როგორებიცაა: Omaha World-Herald (გაზეთი ბაფეტის სამშობლოდან) და Buffalo News, რომელიც მილიარდერს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკუთვნის.