საგარეო უწყებაში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და საქართველოში USAID-ის ოფისის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა წლის პირველ ნახევარში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობა და საუბარი შეეხო სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების თემა განიხილეს.