გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დავოსში კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისას კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

„მე დავოსში ბევრი შეხვედრა მქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელობასთან“, - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, „ეიპიემ ტერმინალსი“, „ეი. პი. მოლერ-მერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა. „ეიპიემ ტერმინალსმა” 28 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ყველა საჭირო ნებართვას დროულად მიიღებენ და 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.