Facebook-ი ბიომეტრიული მონაცემების მოპოვებაზე არსებული დავისთვის 550 მლნ დოლარს გადაიხდის

ამერიკული კომპანია Facebook თანახმააა გადაიხადოს 550 მილიონი დოლარი იმ პრეტენზიების დარეგულირებისთვის, რომელიც კომპანიის მისამართით ილინოისის შტატის მოსახლეობას აქვს. ისინი კომპანიას მათი ბიომეტრიული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ The New York Times-ი კომპანიის ფინანსურ დირექტორზე დევიდ ვენერზე დაყრდნობით წერს.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული თანხა უკვე გაწერილი აქვს კომპანიას მიმდიანრე წლის ფინანსებში.

აღნიშნული საქმის გარჩევა 2015 წელს დაიწყო, როცა ილინოისის მცხოვრებლებმა Facebook-ს კოლექტიური სარჩელი წარუდგინეს და მოითხოვეს კომპენსაცია მათი ბიომეტრიული მონაცემების თანხმობის გარეშე მოპოვების გამო. თავად კომპანია წლების განმავლობაში ცდილობდა საქმის დახურვას, თუმცა უშედეგოდ.

კოკა კვირკველია