რა ქონებას ფლობს მომღერალი და პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი

მომღერალს და პარლამენტის წევრს, ზაზა ხუციშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სანაცვლოდ, ხელფასისი სახით, ერთ წელიწადში - 47 148 ლარი აქვს აღებული. ამის შესახებ დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის 28 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზაზა ხუციშვილი ფლობს:

2002 წელს 18000 დოლარად შეძენილ ბინას თბილისში, რომლის ფართობი 50, 90 კვ.მ -ია. გარდა ამისა, დეპუტატმა 2015 წელს შეიძინა ნახევარსარდაფი თბილისში, 1000 ლარად; 1997 წელს 436 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და 60 კვ.მ ფართობის აგარაკი (კოტეჯი) ახალდაბაში - 600 დოლარად.

დეპუტატამა 2008 წელს შეიძინა კომერციული ფართი (36 კვ.მ) ჭავჭავაძეზე, პიქსელის შენობაში, რაშიც 216 000 დოლარი გადაიხადა.

ამასთან, ზაზა ხუციშვილმა 2017 წელს მოახდინა 334 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია ახალდაბაში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ხუციშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სანაცვლოდ, 2019 წლის იანვრიდან, 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, 47 148,92 ლარი აიღო.

რაც შეეხება დეპუტატის საბანკო ანგარიშებს, ზაზა ხუციშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

"თიბისი ბანკის" სახელფასო ბარათზე - 2520,75 ლარს, "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიზე კი 1,47 დოლარს.

ნინი ქეთელაური