ილონ მასკი ერთ საათში 2,3 მლრდ დოლარით გამდიდრდა

ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ერთ საათში 2,3 მლრდ დოლარით გამდიდრდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი Tesla-ს კაპიტალიზაციის ზრდა გახდა.

ნიუ-იორკის ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 2,49%-ით გაიზარდა და ერთ ერთეულზე 580,99 დოლარი შეადგინა.

კომპანიის საბაზრო ღირებულების ზრდის შედეგად, მასკის ქონებამ 36 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ცნობისათვის, ილონ მასკი Tesla-ში აქციების 22%-ს ფლობს.