"რეზონანსი" - გამოიკვეთა თუ როგორ შეარბილებს ეროვნული ბანკი მარტიდან საბანკო რეგულაციებს

საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანა იგეგმება. მარტიდან, შეზღუვები, რომელიც მოსახლეობისთვის ერთგვარ ტვირთად იქცა, შესაძლოა, გამარტივდეს. ცვლილებები ამჟამად დამუშავების პროცესშია. უკვე გამოიკვეთა თუ რა ტიპის ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის დადგენილებაში.

დაახლოებით 2 წლის წინ, საბანკო რეგულაციების შემოღებამ, გარკვეული სახის პრობლემები წარმოშვა. დღემდე საბანკო სესხების გაცემა შეზღუდულია, რის გამოც მოსახლეობამ უკმაყოფილება არერთხელ გამოთქვა. დიდი ხანია, ყველა მხარე საუბრობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაციების შერბილება აუცილებელია, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. შესაძლოა, მარტიდან ყინული დაიძრას.

„დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვა“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება, რაც რეგულაციებს მოქნილს გახდის.

საბანკო ასოციაციაში რაიმე ფუნდამენტური და განსაკუთრებული ცვლილების იმედი არ აქვთ. ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ძირითადად, სამომხმარებლო სესხის გაცემის წესთან დაკავშირებით, იგეგმება ცვლილება.

`ამასთან დაკავშირებით, გარკვეული პირველადი მონახაზიც არსებობდა, თუმცა ვადასტურებ, რომ ესაა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ფუნდამენტურად არაფერი შეიცვლება. რეგულაციის პრინციპი, ისევ შემოსავალზე ორიენტირებული იქნება - შემოსავლის დადასტურებისა და მასთან მიმართებით სესხის გაცემისა თუ ყოველწლიური გადასახადის დაანგარიშების მიმართულებით.

არ გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინი, რომელიც ამ პრინციპს აქტიურად შეცვილის. იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო რეგულაციების გამოცემის დღიდანვე იყო ამაზე საუბარი, ველოდებობით, რომ ცვლილებები მოხდებოდა რადგან ასეთ პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს. საერთოდ, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული რეგულაცია გადაჭარბებული გახლდათ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ალექსანდრე ძნელაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ საბანკო რეგულაციების შემოღება განსაკუთრებით სამშენებლო სფეროზე აისახა, რადგან საქართველოში ბინები, ძირითადად, ბანკისგან აღებული სესხით იყიდება. საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ კი, როგორც არაერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, მათ საქმიანობას დიდი პრობლება შეექმნა, რადგან მოსახლეობას სესხს ვეღარ იღებს და შედეგაც ბინები აღარ იყიდება.

“საზოგადოებასა და ბანკებში” აცხადებენ, რომ ცვლილებები სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და ასევე მოიმატებს იმ ადამიანებს რაოდენობა, რომელთაც უფრო მეტი თანხის გამოტანა შეეძლებათ, ვიდრე აქამდე.

“როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, ეს შეეხება ყოველთვიური შემოსავლიდან რამდენი პროცენტი შეიძლება გადაიხადოს მომხმარებელმა. აქამდე რამდენიმე ჯგუფი არსებობდა, 1000 ლარამდე შემოსავლის მქონეები ან 2000 ლარამდე შემოსავლის მქონეები, ან 3000 ლარამდე და ა.შ. სამომავლოდ იქნება ორი ჯგუფი, პირველი - 1000 ლარამდე სესხებზე ადამიან შემოსავლის 30-35%-ის გადახდა მოეთხოვება და მეორე ჯგუფს - 1000 ლარის ზემოთ - თუ არ ვცდები იქნება 60%-მდე; ანუ მომხმარებელს შემოსავალი 1500 ლარი ექნება თუ 3000, შეეძლება მაქსიმუმ 60% გადიხადოს სესხში. ამას თავად კომერციული ბანკი გადაწყეტს. 60%-ზე მეტს ვერ გადაახდევინებს, მაგრამ მის ფარგლებში შეუძლია უკვე თავადვე მოახდინოს ლავირება. ამ ცვლილებებით იგეგმება, ადამიანთა სამომავლოდ შეეძლებათ ცოტა უფრო მეტი თანხა ისესხონ, ვიდრე აქამდე.

ზოგადად რეგულაციები გათვალისწინებული იყო იმისთვის, რომ მთლიანობაში სესხების გაცემა შეზღუდულიყო, რადგან სებ-ის აზრით, სწრაფად იზრდებოდა სამომხმარებლო დაკრედიტება, რაც შემდეგ სისტემურ პრობლემებს შექმნიდა. შესაბამისად, მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის თვითდასაქმებული ადამიანებისთვის შეიზღუდა კრედიტებზე ხელმისაწვდომობა, ასევე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში, ახლა მხოლოდ 200 ათას ლარს ზემოთ არის შესაძლებელი.

ამჯერად დაინახეს ამ რეგულაციების შერბილების გარკვეული საჭიროება, რაც ერთი მხრივ, არის ძალიან კარგი, რადგან ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სესხები გაიცეს. თუ ჩვენ მომხმარებელს სესხებზე ხელმისაწვდომობას შევუზღუდავთ, ეს მთლიანობაში ეკონომიკისთვის პრობლემებს წარმოქმნის. თუ ბანკები მოსახლეობას ვერ აკრედიტებენ, მაშინ მათ უწევთ, რომ მიმართონ არაფორმალურ სექტორს ანდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს”, - განუცხადა “რეზონანსს” “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა.

კეპულაძის აზრით, კარგი იქნება, თუკი დროულად გავრცელდება ინფორმაცია თუ რა სახის ცვლილებას აპირებენ, რადგან მოსახლეობა მეტად გაერკვეს ვითარებაში.

“ზოგადად კარგი იქნებაოდა, რომ უფრო მეტად განჭვრეტადი იყო, და უფრო მეტი სიცხადეს იყოს შეტანილი ნებისმიერ რეგულაციასთან დაკავშირებით. წინა წლის პროექტებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი “გადაურჩა” ამ რეგულაციებს. შეზღუდვებმა პრობლემა უფრო არასაბანკო სფეროს შეუქნმა - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, სხვადასსხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიებს. მათი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით უფრო მეტი პრობლემა წარმოექმნათ.

ეს ნიშნავს იმას, რომ მცირდება დაკრედიტება და ეკონომიკური აქტვობა. რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებისთვის და რაც უფრო კარგი პირობები იქნება სესხეზე, მით უფრო დიდი შანსი ექნება ადგილობრივ წარმოებას, რომ სწრაფად განვითარდეს”, - განუცხადა “რეზონანსს” კეპულაძემ.

გაზეთი "რეზონანსი"