ინტერნეტ და მობილბანკით სარგებლობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ისეთი მარტივი ოპერაციებისთვის, როგორიც არის თანხის გადარიცხვა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მობილური ანგარიშის შევსება თუ სესხის დაფარვა, მომსახურე ბანკის ფილიალს უკვე ცოტა თუ მიმართავს. ამ და სხვა ბევრ ოპერაციას ინტერნეტბანკით ვასრულებთ.
ასეთი რეალობა ინტერნეტბანკის სისწრაფემ და სიმარტივემ შექმნა. მისი ხუთი მთავარი უპირატესობა დაცულობა, ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა, სისწრაფე და საკუთარი ანგარიშების ეფექტურად მართვის შესაძლებლობაა.
მიუხედავად იმისა, რომ რიგი ინოვაციური პროდუქტების, მაგალითად, ინტერნეტის, სმარტფონის იდეის მიმართ თავდაპირველად, საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ინტერნეტბანკის იდეაც და მოხმარებაც სწრაფად ავიტაცეთ და ერთ-ერთ „საყვარელ პროდუქტადაც“ ვაქციეთ.
როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მზად აღმოვჩნდით, ონლაინ გადახდებითა და ზოგადად, ინტერნეტბანკით მეტი დრო დაგვეზოგა და სწრაფი გადახდის აპარატის ან ოპერატორთან გრძელ რიგში დგომისგან თავი აგვერიდებინა. ეს ერთი მხრივ, საბანკო ინსტიტუტების მიმართ ნდობამ და მეორე მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ მზაობამ განაპირობა.
მომხმარებელთა უმეტესობისთვის ინტერნეტბანკის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ შენი ანგარიშები მუდმივად შენს ხელთაა და ნებისმიერი ოპერაცია შეგიძლია, თუნდაც ღამის 04:00 საათზე რამდენიმე წამში განახორციელო. ასევე, თვალი მიადევნო ტრანზაქციებს და აკონტროლო, ამ თვეში ზედმეტს ხომ არ ხარჯავ?!; გადახედო შენს ანაბრებს და თანხის მოცულობის შემოწმება ნებისმიერ დროს შეგეძლოს; საბანკო ვალდებულება რამდენიმე წამში, ფილიალში მისვლის გარეშე გადაიხადო.
ამ უმნიშვნელოვანესი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მომსახურე ბანკისგან უფრო მეტს ვითხოვთ-ხოლმე, რაც მისი განვითარების ტემპებსა და ხარისხზე აისახება. მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ განახლებული ინტერნეტბანკი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩაეშვა მოხმარებაში, გასული წლის 13 აგვისტოს საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.
მომხმარებელთა მოთხოვნამ საბანკო სექტორს მეტი საჭირო სიახლის დანერგვისკენ უბიძგა და შედეგი სულ რამდენიმე თვეში დადგა. „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს სტანდარტების მიხედვით სრულად განაახლა ინტერნეტბანკი და დანერგა 10 სიახლე, რომლით სარგებლობაც უკვე შესაძლებელია:
1. ავტორიზაციის ერთიანი სისტემა
ახალი ინტერნეტბანკისთვის შეიქმნა ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა. უფრო კონკრეტულად, „საქართველოს ბანკის“ ყველა ელექტრონულ არხში მომხმარებელები იდენტიფიკაციას გაივლიან ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით. თუ ფიზიკური პირი არის რამდენიმე კომპანიის წარმომადეგენელი ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში ან ფიზიკური პირების ინტერნეტბანკში, ისე რომ, აღარ დასჭირდება დამატებით მომხმარებელის სახელის და პაროლის მითითება.
მომხმარებელს შესაძლებელია ორი განსხვავებული ავტორიზაციის მეთოდი: მარტივი, მომხმარებელის სახელით და პაროლით, და რთული: მომხმარებელის სახელით, პაროლით და ერთჯერადი კოდით. ამასთანავე ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტბანკისთვის შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული ავტორიზაციის მეთოდი. ახალ ინტერნეტბანკში, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პაროლი და ავტორიზაციის მეთოდი.
2. კომპანიის დირექტორს ინტერნეტბანკიდანვე შეუძლია, თავის თანამშრომელს გაუწეროს ინტერნეტბანკი და მისცეს სხვადასხვა ტიპის უფლება
განახლებამდე ამ სერვისის მისაღებად საჭირო იყო სერვისცენტრში ვიზიტი და მინდობილობის გაფორმება. ახლა კი ინტერნეტ ბანკი კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვისაც აქვს სურვილი ინტერნეტბანკში ჰქონდეს საკუთარი სახელი და პაროლი, შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს პირადი პაროლითაც, რაც კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოა.
3. მომხმარებელს ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერნეტბანკის ფილიალში მისვლის გარეშე გააქტიურება შეუძლია
ასევე, უკვე შესაძლებელია კომპანიის დირექტორმა, რომელსაც „საქართველოს ბანკში“ უკვე აქვს კომპანიის ანგარიში გახსნილი და ამასთანავე აქვს ფიზიკური პირის ბარათი, ინტერნეტბანკი ფილიალში მისვლის გარეშე გააქტიუროს.
4. ინტერნეტბანკიდანვე შეუძლია მომხმარებელს შეუკვეთოს ბიზნეს ბარათი, გახსნას ანგარიში და ანაბარი; მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია.
5. ინტერნეტბანკიდანვე გახდა შესაძლებელი, ბარათის დაცვისა და 3D უსაფრთხოების სერვისის გააქტიურება, ასევე ბარათის ხარჯვის ლიმიტების დაკორექტირება.
6. შესაძლებელი გახდა, სავალუტო გადარიცხვებისთვის თვალის დევნება და ონლაინ-რეჟიმში ინფორმაციის მიღება, თუ სად არის თანხა. აღნიშნული შესაძლებლობა Swift Tracking-ის სახელით არის ცნობილი.
7. ახალი ინტერნეტბანკის დანერგვის შემდეგ, მოდერნიზდა გადარიცხვების და გადახდების მოდული. განხორციელდა მომხმარებელთა ინტერესების შესწავლის შედეგად მათგან მიღებული უკუკავშირით.
8. ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია iPay-ს განაცხადის რეგისტრაცია. მალე კი პოს ტერმინალის განაცხადის რეგისტრაციაც გახდება შესაძლებელი.
iPay არის სწრაფი, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა. მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. საქართველოში Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობა მიეცათ, ონლაინ მაღაზიაში რამდენიმე წამში გააკეთონ შენაძენი და ყოველ ჯერზე არ გაიარონ ბარათის მონაცემების შეყვანის არაკომფორტული პროცედურა. ამისთვის უკვე „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკის ან მობილბანკის მონაცემებით ავტორიზაციაა საკმარისი. ამასთან, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რათა ონლაინ-შოპინგი კიდევ უფრო გამარტივდეს.
9. ინტერნეტბანკის კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ვალუტის კონვერტაციის შეღავათიანი კურსით
მომხმარებლებს ვალუტის კონვერტაციის შეღავათიანი კურსით სარგებლობის შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში აქვს.
10. API სერვისებით სარგებლობა
მისი მეშვეობით შესაძლებელია, კომპანიის საბუღალტრო პროგრამა ბანკის API ინტერფეისთან დააინტეგრიროთ და პირდაპირ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შეასრულოთ ოპერაციები. საბუღალტრო პროგრამაში შესრულებული ოპერაციები პირდაპირ აისახება თქვენს საბანკო პროგრამაში. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაში API სერვისებით შესაძლებელია ამონაწერების ანგარიშების, ნაშთების და ვალუტის კურსების ინტეგრაცია.