2019 წელს მსოფლიოში საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 6%-ით არის შემცირებული და მან 2,107 ათასი ტონა შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council, WGC) ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ირკვევა, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა 584,5 ტონამდე. საანგარიშო პერიოდში საიუველირო ნაწარმსა და ოქროს ზოდებზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა ოქტომბერში მოთხოვნის მნიშვნელოვანმა შემცირებამ. ჯამში, მეოთხე კვარტალში ოქროზე მოთხოვნა 19%-ით შემცირდა და 1,045 ტონა შეადგინა.
ამასთან, ოქტომბერ-დეკემბერში ოქროს ფასმა საშუალოდ 1,481 დოლარი შეადგინა უნციაზე, რაც ყველაზე მაღალი საშუალო კვარტალური მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.