IT-გიგანტის კომპანია Microsoft-ის სუფთა მოგება 2019 ფინანსური წლის პირველ ნახევარში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, 29,5%-ით გაიზარდა 22,327 მილიარდ დოლარამდე.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში წერია, ამ საანგარიშო პერიოდის მანძილზე კომპანიის საერთო შემოსავლები 13,6%-ით 69,961 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. რაც შეეხება განყოფილებებს, Intelligent Cloud-ის შემოსავლები ამ ხნის მანძილზე 27%-ით 11,864 მილიარდ დოლარამდე; ხოლო Productivity and Business Processes -ის შემოსავლები 17%-ით, 11,826 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. იმის გამო, რომ კომპანიამ ყველა მიმართულებით პროგნოზირებულზე მაღალი ზრდა აჩვენა - მის აქციებზე ფასი 4%-ით გაიზარდა.