ტრამპი ობამასთან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებლით დამარცხდა

პრეზიდენტობის სამი წლის მანძილზე დონალდ ტრამპი მის წინამორბედთან ბარაკ ობამასთან მეორე ვადით პრეზიდენტობის ასევე სამწლიანი ვადის განმავლობაში სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებლით დამარცხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი „ამერიკის არსებობის მანძილზე საუკეთესო ეკონომიკაზე“ საუბრობს, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში 1,1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილით ნაკლები შეიქმნა, ვიდრე ბარაკ ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველ სამ წელიწადში.

ამერიკის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ტრამპის მიერ 2017 წელს გაცხადებული გეგმა „ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე“ ასევე სრულად არ გამართლდა, იმიტომ რომ იმ კომპანიებმა, რომელიც მან თავის დროზე ამ სამუშაო ადგილების შემქმნელებად დაასახელა სამი წლის მანძილზე, ჯამში, დაახლოებით, 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს.

კოკა კვირკველია