სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები დეკემბერში შემცირდა

2019 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 41.86%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, გასული წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 25 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 43 შემთხვევა იყო.

რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასულ წელს, ისევე როგორც 2018 წლის დეკემბერში აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან არცერთი შემთხვევა არ გახსნილა.

თაია არდოტელი