საძილე სივრცეები და სავარძლები ერთმანეთის პირისპირ - როგორი იქნება ავიაციის მომავალი  (+ფოტო)

ჰამბურგში არსებულმა საავიაციო კომპანია Crystal Cabin Awards-მა ავიაციის განვითარების სამომავლო გეგმა წარადგინა, სადაც თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანიებმა თუ დიზაინერებმა საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნეს.

Crystal Cabin Awards-ის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად განსხვავებული იდეებისა და ხედვებისა, ყოველი კომპანიის გეგმა ერთ მიზანს ემსახურება - მომავლის ავიაცია დღევანდელთან შედარებით უფრო კომფორტული და მოსახერხებელი უნდა გახდეს.

მათ ფართო აუდიტორიას რამდენიმე იდეა უკვე გაუზიარეს.

სავარძლები ერთმანეთის პირდაპირ

Crystal Cabin Awards-ის განმარტებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მგზავრებისთვის უმთავრესი პრობლემა არასაკმარისი სივრცეა. ამიტომ მომავალში მათი მიზანია სავარძლებს შორის უფრო მეტი სივრცე გამოიყოს.

ამასთანავე, მათი თქმით, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ გაცილებით უფრო კომფორტული იქნება სავარძლების ერთმანეთის პირისპირ განლაგება, სადაც ისინი კომუნიკაციას უფრო მარტივად შეძლებენ.

საძილე სივრცეები

საძილე სივრცეები ავიაციის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ხანგრძლივი მოგზაურობა მგზავრთა უმეტესობისთვის დამღლელია და დისკომფორტთან ასოცირდება. საძილე სივრცეების მოწყობის შემთხვევაში მგზავრები დასვენებას გაცილებით უფრო კარგად შეძლებენ.

ავიაკომპანიების მიზანია საძილე სივრცეები დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მგზავრობისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და მცირე ზომის თვითმფრინავებში რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შეიქმნას.

ერთმანეთთან დაკავშირებული კაბინები

ზოგიერთ ავიაკომოპანიას სურს შექმნას ერთმანეთთან დაკაშირებული მცირე კაბინები, რომლებიც მგზავრის სურვილის შეთხვევაში სხვა მგზავრებთან კონტაქტის საშუალებასაც მისცემს და ამავდროულად მათი იზოლირებაც შესაძლებელი იქნება.

ეკო-მეგობრულობა

დღესდღეობით გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება აქტუალური თემაა, ამიტომ ავიაკომპანიები ცდილობენ ფრენა რაც შეიძლება ეკო-მეგორბული გახდეს.

მათი მიზანია მგზავრების საკვებით მომსახურებისას პოლიეთილენის პარკები თუ ჭიქები სრულიად ამოიღონ მოხმარებიდან.

ბექა ბერიაშვილი