გამოცემა CEO Magazine 2020 წლის ყველაზე „ტრენდულ“ სამოგზაურო მიმართულებებს ასახელებს. გამოცემამ პოპულარული მიმართულებების დასადგენად Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად მოძებნილი ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების, ასევე წინასწარ დაჯავშნილი სასტუმროების მონაცემები გამოიყენა.
წარმოგიდგენთ 2020 წლის ყველაზე „ტრენდულ“ მიმართულებებს:
1. და ნანგი, ვიეტნამი
და ნანგი ვიეტნამის ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებაა. ქალაქი ქვიშიანი სანაპიროებითა და ცნობილი ხიდით გამორჩევა.
2. სან-პაულუ, ბრაზილია
სან-პაულუ ბრაზილიაში ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და მსოფლიოში სიდიდით მე-8 ქალაქია.
3. სეული, სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული უძველესი კულტურისა და თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების ნაზავია.
4. ტოკიო, იაპონია
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო წელს ტოკიოში ტურისტების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ელოდებიან.
5. თელ-ავივი, ისრაელი
თელ-ავივი ახლო აღმოსავლეთის უძველესი ქალაქია. აქ ძვ.წ.-ის მე-12 საუკუნეში აშენებული შენობების ნანგრევების ნახვაა შესაძლებელი.
6. მარსელი, საფრანგეთი
მარსელი საფრანგეთის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქია. ქალაქი ზღვის პროდუქტებითაა მდიდარი.
7. ვენა, ავსტრია
ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ევროპის უმსხვილესი კულტურული ცენტრია.
8. ბანგკოკი, ტაილანდი
ბოლო პერიოდში ბანგკოკის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ბუდისტური ტაძრებისა და ადგილობრივი კულტურის სანახავად აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის.
9. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაი დღესდღეობით ცათამბრჯენების, უახლეს გამოგონებებისა და შოპინგის ქალაქი გახდა.
10. პერთი, ავსტრალია
პერთი ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის თბილი ამინდითა და ქვიშიანი სანაპიროებით გამოირჩევა.