გამოცემა The Guardians ევროპის საუკეთესო გამაჯანსაღებელ რეკრეაციულ საკურორტო ზონებს ასახელებს, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.
Salsomaggiore Terme, იტალია
Salsomaggiore Terme იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კურორტია, რომელიც თერმული წყლებით გამოირჩევა. ამასთანავე, კურორტზე ცნობილი ოპერა მდებარებს, რის გამოც აქ დასასვენებლად უამრავი ადამიანი ჩადის.
Čeladenec, ჩეხეთი
Čeladenec ჩეხეთის მთიანი კურორტია, რომელსაც გარშემო ტყე აკრავს. კურორტს თერმული წყლები და ჯანსაღი ჰაერი გამოარჩევს, რის გამოც მას გაჯანსაღების მიზნით დამსვენებლები ხშირად სტუმრობენ.
შავი ტყე, გერმანია
გერმანიის კურორტ შავ ტყეს ოჯახები ხშირად სტუმრობენ. კურორტის ნიადაგს სამკურნალო თვისებები აქვს, რის გამოც დამსვენებლები აქ ფეხშიშველები დადიან. აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.
County Mayo, ირლანდია
County Mayo ირლანდიის ზღვისპირა კურორტია. აქ გამაჯანსაღებელი ცენტრი 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს. სპელიალურად შედგენილი პროგრამით დამსვენებლებს წონის დაკლებაში ეხმარებიან.
Jersey, დიდი ბრიტანეთი
Jersey პატარა კუნძულია, რომელიც დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. კურორტზე განსაკუთრებით პოპულარულია სერფინგი და იოგა. აქ დასასვენებლად ძირითადად ახალგაზრდები ჩამოდიან.
Val d’Isère, საფრანგეთი
Val d’Isère საფრანგეთის მაღალმთიანი კურორტია. სუფთა ჰაერი და ლაშქრობა კურორტის სავიზიტო ბარათია. მთელი დღის განმავლობაში აქ სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელთა მიზანიც ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელის შეწყობაა.
Puglia, იტალია
Puglia იტალიის ცნობილი კურორტია, სადაც დამსვენებლებს საშუალება აქვთ იოგით, მედიტაციითა და აქტიური სპორტით დაკავდნენ. ამასთანავე კურორტზე საცურაო აუზები და საუნაცაა.
Caravan Park, იტალია
Caravan Park იტალიის ალპებში მდებაროებს. კურორტს ორიგინალური სასტუმროები გამოარჩევს, რომლებიც ხეებზეა აშენებული. ცნობილი კურორტის გარშემო ტყე მდებარეობს და გაჯანსაღების მიზნით მას ხშირად სტუმრობენ.
Santa Maria del Focallo, იტალია
Santa Maria del Focallo იტალიის სამხრეთით, კუნძულ სიცილიაზე მდებარე სანაპიროა. მას განსაკუთრებული მზიანი ამინდი და ქვიშიანი სანაპიროები გამოარჩევს.
Vitosha, ბულგარეთი
Vitosha ბულგარეთის მთიანი კურორტია, სადაც უამრავი თერმული წყარო მდებარეობს. ლაშქრობისა და გაჯანსაღების მიზნით აქ ყოველწლიურად ათასობით ადამინი ჩამოდის.