შეფუთვები FMCG ბაზარზე -  4 თებერვალს ონლაინსემინარს HP-ს წამყვანი დიზაინერი ჩაატარებს

4 თებერვალს, 12:00 საათზე დიზაინისა და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის HP Inc-ის წამყვანი დიზაინერი Guy Bibi ონლაინ სემინარს, „შეფუთვები FMCG ბაზარზე“ ჩაატარებს. ონლაინ სემინარი შეეხება კრეატიულ მიდგომებსა და თანამედროვე შესაძლებლობებს დიზაინის, პროდუქტის შეფუთვებისა და ბეჭდვის მიმართულებით.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია, მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიწერონ მეილზე: info@colorgroup.ge

ვებინარი ჩატარდება პლატფორმაზე: https://hp.zoom.com/j/316315584. ბმული ვებინარის დაწყებამდე 10 წუთით ადრე (4 თებერვალს 11:50-ზე) გააქტიურდება, რის შემდეგაც მსურველები უნდა მიყვნენ ინსტრუქციას.

ვებინარის ორგანიზატორია კომპანია Color Group www.colorgroup.ge. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში სემინარზე დასწრების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორს:

info@colorgroup.ge

+995 555 908 809