როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 2 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 2 314 720 ლარს (800 000 დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 477 კვ.მ-ია, ხოლო, ეზოსი - 500 კვ.მ.

ახალაშენებულ, გარემონტებულ სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელია.

განცხადების მიხედვით, კერძო სახლში დამონტაჟებულია იატაქვეშა გათბობა, იტალიური კარები, გერმანული და ავსტრიული იატაკი, ჩამრთველები კი ფრანგულია.

ამასთან, გამოყენებულია ევროპული მასალები: ურუპი, კუპერსბერგი, ვირპულის კონდენციონერები და იმერგაზის გათბობის სისტემა. ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი და აივანი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გათვალისწინებულია ორტონიანი წყლის სარეზერვო ავზიც. ამასთან, სახლი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დაცულ დიპლომატიურ უბანში.

ნინი ქეთელაური