ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ნათქვამია შპს „ენგურჰესის“ განცხადებაში.
„საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, გვინდა „ენგურჰესში“ დღეისათვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთოთ.
დღევანდელი მდგომარეობით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.