Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად საკუთარი ფონდიდან 14.4 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მილიარდერმა ორ ჩინურ კვლევით ორგანიზაციას უკვე გადაურიცხა 5.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა ვირუსის პრევენციასა და მკურნალობაზე დაიხარჯება.
კომპანიამ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს ვაქცინის შესაქმნელად სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებს და ტექნიკასაც ასევე უსასყიდლოდ გადასცემს.
როგორც CNN აღნიშნავს, Alibaba-სთან ერთად, კორონავირუსთან საბრძოლველად სხვა ჩინური კომპანებიც ერთიანდებიან. ისეთები, როგორიცაა: Huawei, Tencent, Baidu და TikTok-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია.
ამასთან, ვირუსისი შემთხვევები ჩინეთის გარდა, მსოფლიოს მასშტაბით 20-მდე ქვეყანაშია დაფიქსირდა, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.