ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების(ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი -კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთში, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.