კომპანია Apple-ი ჩინეთში ყველა ოფიციალურ მაღაზიას დახურავს

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კომპანია Apple-მა ჩინეთში ყველა ოფიციალური მაღაზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მაღაზიები ქვეყანაში 9 თებერვლამდე იქნება დახურული.

შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, ჩინეთში გავრცელებულ ახალ კორონავირუსს 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.