ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
როგორც შსს-დან იუწყებიან, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.