შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ეხებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.
აღნიშნული კანონი ძალაში დღეიდან შევიდა.
ცვლილების თანახმად, შენგენის ზონაში გამგზავრების მსურველებმა სავიზო აპლიკაცია 15 დღიდან 6 თვემდე ვადაში უნდა შეავსონ.
ამასთანავე, პირებს, რომლებსაც შენგენის ზონის გადაკვეთის „კარგი ისტორია“ აქვთ ერთწლიანი ვიზის ნაცვლად მისი 5-წლიანი პერიოდით აღების საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ, შენგენის ზონა ევროპის 26 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის 3 ქვეყანა- ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია, ევროკავშირის წევრები არ არიან.