McDonald’s-ის გაყიდვები 10-წლიან მაქსიმუმზეა

2019 წელს McDonald's-ის გაყიდვები 5,9%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის ფინანსურ ანაგრიშში ვკითხულობთ, ეს არის ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, კომპანიის რესტორნების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ფრანჩაიზული დაწესებულებებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 მილიარდი დოლარი. ამ შედეგმა ანალიტიკოსის მოლოდინებს გადააჭარბა, რომლებიც 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ - წერს Business Live.

აღსანიშნავია, რომ McDonald's-ის გაყიდვების მაღალი ზრდა პირველ რიგში გამოწვეულია კომპანიის დაწესებულებების გაციფრულებით. ბოლო წლების განავლობაში კომპანიის რესტორნები ციფრული დისპლეებით აღჭურვეს, რომელთა ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. 2019 წელს კომპანია განაგრძობდა გაციფრულებას, მათ შეიძინეს ხმოვანი მართვის ტექნოლოგია შეკვეთების განსახორციელებლად და პერსონალური მენიუს შემდგენი სერვისი. ამას გარდა, ქსელმა განავითარა მიწოდების სერვისი და საუზმის მენიუში ახალი პოზიციები დაამატა, რამაც კომპანიას ახალი მოხმარებლები შესძინა.

მიუხედავად რეკორდული ციფრებისა, კომპანიას სირთულეებიც ჰქონდა 2019 წელს, McDonald's-ის უმსხვილეს - ამერიკის ბაზარზე - საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იკლო ვიზიტორთა რაოდენობამ, კლებამ 1,9% შეადგინა, იუწყება The Wall Street Journal. ამის მიზეზი კი მაღალი კონკურენციაა ფასფუდების ბაზარზე, გარდა ამისა, ადამიანები ცდილობდნენ სულ უფრო ხშირად ეკვებათ სახლში.

იმისათვის, რომ გაიზარდოს აუდიტორია, კომპანია მიმდინარე წელსაც გეგმავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მის ქსელებში და ამავდროულად გაზარდოს სარელამო კომუნიკაციის ეფექტურობა. ამას გარდა, კომპანია 2020 წელს რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით.

კოკა კვირკველია