რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა

რუსეთი, დღეიდან, ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 3 თებერვლიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, სარკინიგზო მომსახურება დროებით შეიზღუდება,“- აღნიშნულია რუსეთის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვი-პეკინის მიმართულებით 31 დეკემბრიდან შეწყდა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 350-ს მიაღწია.