მსოფლიოში საავტომობილო მრეწველობა წარმოების პიკზეა

ანალიტიკოსები 2020 წლისთვის მსოფლიოში ავტომობილების წარმოების შემცირებას პროგნოზირებენ. მათი გათვლებით, 2020 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები 90 მილიონს ჩამოცდება და კლება სისტემატურ სახეს მიიღებს.

გამოცემა Autonews-თან ინტერვიუში კომპანია Bosch-ის ხელმძღვანელი ვოლმარ დენერი მსოფლიო ავტოინდუსტრიას არადამაიმედებელ პროგნოზს უცხადებს. მისი თქმით, ადამიანებს უკვე არ სჭირდებათ ამდენი ავტომობილი, ბაზარი „მსუყედაა“, შესაბამისად, მათი წარმოება მუდმივ კლებაში იქნება. დენერის აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება 2025 წლამდე - იმ დრომდე, როცა კონვეიერზე შედგებიან ახალი თაობის ელექტრომობილები. იმ დროისთვის კი წარმოება 85 მილიონამდე შემცირდება, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას შეუშლის ხელს და გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას.

განაგრძეთ კითხვა: