Pepsi კონკურენტ Coca-Cola-ს ბოთლს შავად ღებავს

კომპანია Pepsi-ს ახალი რეკლამის შემქმნელებმა კონკურენტ ბრენდ Coca-Cola-ს მიმართ ძალიან მკაფიო მინიშნება გააკეთეს.

ახალი სარეკლამო რგოლის საუნდტრეკად გამოყენებულია Rolling Stones-ის ცნობილი სიმღერის Paint it Black-ის ახალი ქავერ ვერსია, რომელსაც რეპერი მისი ელიოტი და H.E.R. ასრულებენ.

სარეკლამო რგოლის დასაწყისში ჩანს სცენა წითელ ფერებში (Coca-Cola-ს საფირმო ფერში) და ისმის ფრაზა სიმღერიდან I see a red door and I want it painted black (ვხედავ წითელ კარებს და მინდა ის გადავღებო შავად). ამის შემდეგ ქილა წარწერით Cola (კიდევ ერთი მინიშნება კონკურენტზე) შავად ფერადდება და გადაიქცევა Pepsi Zero Sugar ბოთლად.

ვიდეორგოლი უკვე განთავსდა Youtube-ზე, თუმცა მისი პირველი სატელევიზიო პრემიერა ამერიკული ფეხბურთის ფინალის Super Bowl-ის ტრანსლაციის დროს მოხდება.

კოკა კვირკველია