მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგირო მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტურ გალერეად გადაკეთდება

მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგირო მიმღები პუნქტი მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტურ გალერეად გადაკეთდება.

დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 30 500 ლარია.

„საპროექტო ტერიტორია მდებარობს ქალაქ თბილისში მზიურის პარკის ტერიტორიაზე, ნაგებობა წარმოადგენდა საბაგირო ხაზის მიმღებ პუნქტს, საბაგირო აღარ ფუნქციონირებს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ნაგებობას გააჩნია ორი სართული, I სართულზე განთავსებული იყო საბაგიროსთვის საჭირო აღჭურვილობები და დანადგარები, ხოლო II სართულზე ხდებოდა მგზავრთა მიღება.

წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს ამჟამინდელი ამორტიზირებული ნაგებობის მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტურ გალერეად ადაპტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას (მომწოდებელმა არსებული ძველი საბაგიროს გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ რეკონსტრუირებულ-ადაპტირებული შენობა უნდა იყოს ორდონიანი და შენობის რომელიმე სართულზე უნდა განთავსდეს თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტური გალერეა (სასურველია I სართულზე)).

შენიშვნა: სასურველია შენარჩუნდეს არსებული ნაგებობა და ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია; - იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს მისი ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლების გამო, სასურველია მიმწოდებელმა ინსპირაციისათვის გამოიყენოს არსებული ნაგებობის ფორმები,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
დეპუტატის საწვავის ბიზნესი ჯავახეთში - მისი ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
როგორი იქნება გოცირიძის განახლებული მეტროსადგური, რომლის სამუშაოებიც 4 მლნ ლარამდე ჯდება (+ფოტო)
რისი გაკეთება იგეგმება გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ