„საინვესტიციო საბჭო ძალიან ეფექტური პლატფორმაა მთავრობას, ბიზნესს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის"

საინვესტიციო საბჭო ძალიან ეფექტური პლატფორმაა მთავრობას, ბიზნესს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომის შემდეგ განუცხადა.

„ინვესტორთა საბჭოს სახით ჩამოყალიბდა ქმედითი მექანიზმი, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ეს არის ძალიან კარგი გზა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს.

შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ამ პლატფორმას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, 6 მინისტრი, ბიზნესის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.