Bloomberg-ი, რომელიც ყოველდღიურად ანახლებს მილიარდერების რეიტინგს, რუსი მილიარდერების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იანვრის განმავლობაში 7-მა რუსმა მილიარდერმა მოახერხა საკუთარი კაპიტალის 2,7 მილიარდი დოლარით გაზრდა, თუმცა 16-მა მათგანმა პირიქით, 8 მილიარდი ქონება დაკარგა.
ყველაზე მეტად ბიზნესმენმა ვლადიმერ პოტანინმა იხეირა, რომლის ქონება 1,44 მილიარდით გაიზარდა, ვაგიტ ალეკპეროვის ქონება 600 მილიონით, ვიქტორ რეშინიკოვის 247 მილიონით, ლეონიდ ფედუნის 237 მილიონით, სულეიმან ქერიმოვის 145 მილიონით, ანდრეი გურიევის 38,9 მილიონით, ხოლო ვიქტორ ვექსელბერგის 22,5 მილიონით.
ყველაზე მეტად კი შემცირდა ლეონიდ მიხელსონის ქონება - 1 თვეში 2,46 მილიარდი დოლარით, გენადი ტიმჩენკოს ქონება შემცირდა 1,96 მილიარდით, ანდრეი მალნიჩენკოსი 1,52 მილიარდით, ხოლო ალექსეი მორდაშოვის 976 მილიონით არის შემცირებული.