დღეს, დაახლოებით, 150 ათასი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოში სიღარიბის აღმოსაფხვრელად საჭიროა მშპ-ს გაორმაგება, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.
„სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან ერთად, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როდესაც ჩვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, იმ დროისთვის მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. მსოფლიო ბანკის შარშანდელი მონაცემებით, 750 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამაში შედიან, სამწუხაროდ, ბავშვებიც. დღეს, დაახლოებით, 150 ათასი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, სიღარიბის აღმოფხვრაა. ბუნებრივია, ამის დაძლევისთვის პირველ რიგში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იმისათვის, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოიფხვრას, საჭიროა მშპ-ს გაორმაგება. ამას დაჭირდება რამდენიმე წელი,“ - განაცხადა კობახიძემ.