სოფელ მახუნცეთში მეწყერის გამო, ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მეწყერის გამო, ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.