ჩინური კომპანია TCL Communication, რომელიც კანადური ბრენდის BlackBerry-ს სმარტფონებს უშვებდა, მათ წარმოებას შეწყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია BlackBerry-ის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.
„ძალიან ვწუხვართ შეგატყობინოთ, რომ 2020 წლის 31 აგვისტოდან TCL Communication აღარ გააგრძელებს სმარტფონების BlackBerry-ის წარმოებას. კომპანიას ამიერიდან არ აქვს უფლება შეიმუშავოს დიზაინი, აწარმოოს და გაყიდოს BlackBerry-ს ახალი სმარტფონები“ - წერია TLC Commucation-ის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში დაზუსტებულია, რომ კომპანია განაგრძობს კლიენტების მომსახურების სერვისს და სმარტფონების ტექნიკურ მხარდაჭერას 2022 წლის 31 აგვისტომდე.