Google-მ YouTube-ზე განთავსებული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი გაასაჯაროვა

კომპანია Alphabet-მა YouTube- ის ვიდეო სერვისზე განთავსებული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი პირველად გაასაჯაროვა, - წერს CNN. აქამდე გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშებში რეკლამიდან შემოსავალი 2 ნაწილად იყოფოდა - ერთი Google- ში რეკლამიდან და მეორე Google- ის ბიზნესის „სხვა“ სფეროებიდან, რომელშიც შედიოდა ასევე YouTube.

Alphabet-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, YouTube-ზე რეკლამიდან შემოსავალმა 15.149 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 35.8% -ით მეტია, ვიდრე 2018 წელს (11.155 მილიარდი დოლარი) და თითქმის ორჯერ მეტი 2017 წელთან შედარებით (8,15 მილიარდი დოლარი).

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, Alphabet-ის მთლიანი შემოსავალი წლის განმავლობაში გაიზარდა 18.3%-ით (136.819 მილიარდი დოლარიდან 161.857 მილიარდ აშშ დოლარამდე), ხოლო წმინდა მოგება - 11.7% -ით (30.736 მილიარდი დოლარიდან 34.343 მილიარდ აშშ დოლარამდე).