თურქმენეთში ახალი ქალაქი აშენდება

თურქმენეთში სრულიად ახალი ქალაქის აშენება გადაწყდა. ამისთვის ქვეყანაში 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამშენებლო ეკიპირების შეტანა გადაწყდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში, ენერგომატარებლებზე ფასების კლების კვალობაზე, უცხოური ვალუტის დეფიციტია, რის გამოც, იმპორტი შეიზღუდა.

მაგრამ ამბიციური პროექტის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მას გაზით მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტ კურბანგული ბერდიმუხამედვის შვილი ხელმძღვანელობს. სერდარ ბერდიმუხამედვი 38 წლისაა და ის პრეზიდენტის ერთადერთი შვილია. მას ბევრი მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებს. ამჟამად სერდარი ცენტრალურ პროვინცია აჰალის გუბერნატორია და ახალი ქალაქის მშენებლობა მამისგან აქვს დავალებული.

პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომელიც ქვეყანაში 1.47 მილიარდი დოლარის ღირებულების სამშენებლო ინვენტარის და მასალების შეტანის უფლებას იძლევა. ქალაქისთვის სახელი ჯერ შერჩეული არაა და არც პროექტის შესახებაა რამე ცნობილი.

საერთაშორისო მონეტარული ფონდის მონაცემებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში იმპორტის მოცულობამ შარშან 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.