აშშ-მა, შესაძლოა, მსო-ს სამთავრობო შესყიდვების შეთანხმება დატოვოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმების დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნახეს შავი სამუშაო ვერსია დოკუმენტისა, რომელიც ამერიკის ამ შეთანხმებიდან გასვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ მისი რეფორმირება და ამერიკული ინტერესებისადმი თანხვედრა არ მოხდება.

მსო-ს სამთავრობო შესყიდვების შეთანხმება საშუალებას იძლევა მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს უცხოური კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვები, ასევე უზურნველყოს ამ სფეროს გამჭვირვალობა. აშშ-ის ამ შეთანხმებიდან გასვლა კი ნიშნავს, რომ მისი დანარჩენი მონაწილეები, რომელთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა და ევროკავშირი დაკარგავენ პრეფერენციალურ წვდომას ამერიკულ ტენდერებზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.

სააგენტოს აზრით, ამერიკის ეს ნაბიჯი გაართულებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო საკითხებში მიმდინარე მოლაპარაკებებს. სააგენტოს ცნობით, ამერიკის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის მოცულობა 837 მილიარდი დოლარია.

კოკა კვირკველია