Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 2,8523 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათზე ერთი დოლარი 2,8523 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8501 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 4 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8603 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1618 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.