ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორამაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის (5.7 ლიტრი) კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, ასევე პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.