ნიუ-იორკის ბირჟა eBay-ს ყიდვას 30 მილიარდად აპირებს

კომპანია Intercontinental Exchange (ICE), რომელიც გახლავთ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი, გამოდის წინადადებით შეიძინოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ რითეილერი კომპანია eBay, 30 მილიარდ დოლარზე მეტად. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ICE-ს ეს გეგმა დიდი ხანია აქვს და არაერთხელ გაუკეთებია შესყიდვის წინადადება eBay-ისთვის. ბირჟის მფლობელი დაინტერესებულია ღირებული აქტივების შეძენით - საცალო ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მიმართულებით. ამ დროისთვის eBay-ს საბაზრო ღირებულება 28 მილიარდი დოლარია, ICE კი მზადაა გადაიხადოს მეტი.

პუბლიკაციაში წერია, რომ მხარეებს მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ. eBay შეთავაზებას სწავლობს, თუმცა საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუდასტურებია.

აღსანიშნავია, რომ ამ პუბლიკაციის გამოჩენის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე eBay-ს აქციებზე ფასმა 34,39 დოლარიდან 38,73 დოლარამდე აიწია.

კოკა კვირკველია