Disney კორონავირუსისგან დანაკარგს 175 მლნ დოლარად აფასებს

ამერიკული კომპანია The Walt Disney Company კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ სამომავლო ზარალს 175 მილიონ დოლარად აფასებს. როგორც ტელეკომპანია CNBC იუწყება, აღნიშნულის შესახებ კომპანიის ფინანსური დირექტორი კრისტინ მაკარტნი 2020 წლის პირველი ფინანსური კვარტლის ანგარიშში წერს.

კომპანიის შეფასებით, შანხაიში მდებარე გასართობი პარკის Disneyland-ის დროებითი დახურვა კომპანიას 135 მილიონი დოლარი დაუჯდება. ჰონგ-კონგში მდებარე ანალოგიური პარკის დახურვა კი დამატებით 40 მილიონ დოლარს დააკარგვინებს. უფრო ზუსტი ციფრები ამ ფინანსური კვარტლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ზუსტი ციფრის განსაზღვრა ასევე დამოკიდებულია მუშაობის შეჩერების ხანგრძლივობით და იმით, რამდენად სწრაფად შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას საშტატო რეჟიმში.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთში მოქმედი Disneyland-ები გაურკვეველი ვადით დაიხურა.

კოკა კვირკველია