სამხრეთ კორეა 42 108 აშშ დოლარით დააჯარიმებს ან ორწლიან პატიმრობას მიუსჯის მათ, ვინც სამედიცინო ნიღბებს იმარაგებს

სამხრეთ კორეა 42 108 აშშ დოლარით დააჯარიმებს ან ორწლიან პატიმრობას მიუსჯის მათ, ვინც სამედიცინო ნიღბებს იმარაგებს.

დროებით კანონი ამის შესახებ დღეიდან 30 აპრილის ჩათვლით ამოქმედდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე ჯანდაცვის.

„ისინი რეალურად იმ ადამიანებს კი არ იცავენ, ვისაც ნიღბები უკეთიათ, არამედ სხვებს, რომ მისგან რამე არ გადაედოთ“,-აცხადებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი.

მედიის ცნობით, ნიღბებზე დიდი მოთხოვნა შეინიშნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში.