წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ რამდენიმე წელია, რაც კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც დიდ თუ მცირე კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ სხვადასხვა სახის საკანცელარიო ნივთებს სთავაზობს.
რამდენად დიდია მოთხოვნა კორპორატიულ შესყიდვებზე კომპანიების მხრიდან, რომლებია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და რა განაპირობებს „ბიბლუსის“ უპირატესობას კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით, ამაზე „ბიბლუსის“კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ანა ვეზირიშვილი გვესაუბრა.
რომელი სეგმენტის კომპანიებთან თანამშრომლობთ?
ნებისმიერი სეგმენტის კომპანიებისთვის გვაქვს შესაბამისი პროდუქცია. „ბიბლუსი“ ძალიან სანდო პარტნიორია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ჩვენ ვავლენთ მათს საჭიროებებს და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი კომპანიას, რადგან ჩვენ ინდივიდუალურ შეთავაზებას ვუკეთებთ თითოეულ მათგანს. შედეგად, კომპანიებს მათი ბიუჯეტისა და საჭიროებების გათვალისწინებით, უმოკლეს დროში ვაწვდით პროდუქციას.
რამდენად მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობთ კომპანიებს?
გვაქვს როგორც პრემიუმ კლასის ასევე ბიუჯეტური ბრენდები. მაგალითად, შედარებით ბიუჯეტური ხაზი არის Ponto, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ კომპანიები. მისი პროდუქცია ძალიან კარგი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა: ბაინდერები, სტეპლერები, ჩასანიშნი ფურცლები, კალმების მრავალფეროვანი არჩევანი - საოფისე, ტოპმენეჯმენტის თუ სხვა.
ასევე გვაქვს ევროპული ბრენდები, რომლებიც Ponto-სგან მინიმალურად განსხვავდება ფასით და რომლის მიმართაც ინტერესი ყოველთვის მაღალია კომპანიების მხრიდან. ასევე პრემიუმ კლასის ბრენდი Milan - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, შეიძლება ითქვას, უკონკურენტო ბრენდი.
დაგვისახელეთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების, რომლებიც კორპორატიული გაყიდვებისას კომპანიებისთვის ყველაზე საჭირო ნივთების ჩამონათვალში შედის.
რამდენად დიდია დაინტერესება და რა განაპირობებს ამას?
დაინტერესება ძალიან დიდია, როგორც კერძო კომპანიების, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და მოთხოვნა კორპორატიული შესყიდვების მიმართულებთ ყოველწლიურად იზრდება.
„ბიბლუსთან“ თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ კომპანია მუშაობს სანდო პარტნიორთან, რომელიც მის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. დაინტერესებისა და ნდობის ზრდად მაჩვენებელს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
1. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება როგორც დიდ, ასევე პატარა კომპანიებთან თანამშრომლობისა. ვითვლებით სანდო პარტნიორად, რომელიც ორგანიზაციის საჭიროებებს ავლენს და ითვალისწინებს მის პრიორიტეტებს;
2. კომპანიებისთვის საჭირო ყველა ნივთი ერთ სივრცეშია, შესაბამისად ორგანიზაციას კონტაქტი აქვს მხოლოდ ერთ კომპანიასთან; ამასთანავე, პროდუქციის ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს - თითოეულ პროდუქტს მოეპოვება რამდენიმე ანალოგი ფერის, ფასის, ზომისა თუ ხარისხის მიხედვით.
3. ყველა ორგანიზაციას ემსახურება პერსონალური მენეჯერი, რომელსაც აქვს მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან - შეუმუშავებს პერსონალურ შეთავაზებას, განსაზღვრავს ზუსტ დროს, რა პერიოდშიც მიიღებს კლიენტი პროდუქციას და თვალყურს ადევნებს მის მიწოდებას ადრესატამდე;
4. გვაქვს გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკები - როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი კომპანიის ბიუჯეტს მათი პრიორიტეტების გათვალისწინებით შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენი პროდუქცია.
5. მიწოდების ფართო არეალი - საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უმოკლეს დროში ვაწვდით შეკვეთას.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ კომპანიებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტული, მარტივი და სწრაფი იყოს. კლიენტებისგან ყოველდღიურად ვიღებთ უკუკავშირს, ვითვალისწინებთ მათ მითითებებს, შესაბამისად, მუდმივად ვმუშაობთ სერვისის გაუმჯობესებაზე. ამასთანავე, ვინაიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია, მუდმივად ვაახლებთ პროდუქციას, ვიძიებთ და ვამატებთ ახალ ბრენდებს.