გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA) - თან თანამშრომლობით სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი მოიცავდა გარემოსდაცვით საკითხებს. ტრენინგს ატარებდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და სსიპ-ის წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა ცხელი ხაზის 24 თანამშრომელი.