საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად , საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცერი, გიორგი მეფარიშვილი დააკავა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საფოსტო გზავნილში მოთავსებული ბავშვის სხვადასხვა სათამაშოში მოაწყო სპეციალური სამალავი, რის შემდეგაც საბაჟო კონტროლისგან მალულად, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები. გ. მეფარიშვილი საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საზღვარზე, ოქროს გადმოტანის ფაქტზე აიყვანა.

გამოძიება 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით ითვალისწინებს.